LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროს ბანკნოტებზე გამოსახული ყველა ხიდის ნახვა ერთ ქალაქშია შესაძლებელი

109
ევრო

ევროზონის ახალი ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოცხადებულმა ხმის მიცემის პროცესმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად მსჯელობენ 10 ფინალისტს შორის საუკეთესო ვარიანტზე. ამ დისკუსიამ, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში კვლავ მოაქცია ბანკნოტების მოქმედი დიზაინი.

თითოეულ ჩვენგანს, სავარაუდოდ, მრავალჯერ ჭერია ხელში ეს ბანკნოტები, თუმცა მათ ვიზუალურ დეტალებს სიღრმისეულად, ალბათ, არ დავკვირვებივართ. ევროს მონეტებისგან განსხვავებით, რომელთა რევერსის დიზაინიც დამამზადებელი ქვეყნის მიხედვით იცვლება, ევროს ქაღალდის ფული იდენტურია ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე.

ევროპის ცენტრალური ბანკის განმარტებით, თითოეული ბანკნოტის ავერსზე დატანილი ფანჯარა, თუ კარიბჭე „ღიაობისა და თანამშრომლობის ევროპულ სულისკვეთებას“ ასახავს, ხოლო რევერსზე გამოსახული ხიდები „როგორც ევროპის ხალხებს, ისე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კომუნიკაციის სიმბოლოს“ წარმოადგენს. ბანკნოტები კონკრეტული ისტორიული ეპოქის არქიტექტურულ სტილს ასახავს, მაგალითად, 10 ევრიანი ბანკნოტი უბრალოდ რომანულ სტილშია შესრულებული და მასზე რეალურად არსებული მონუმენტები, თუ ხიდები არ გვხვდება.

ეს რეალობა მანამ გრძელდებოდა, სანამ ნიდერლანდების ქალაქ სპეიკენისეს ხელმძღვანელობამ აღნიშნული ხიდების მატერიალიზება არ გადაწყვიტა. რეალური ხიდების შექმნის იდეა ჰოლანდიელ დიზაინერ რობინ სტამს 2011 წელს გაუჩნდა, რის შემდეგაც მან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, პროექტი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე განახორციელა.

შვიდივე ხიდი საზოგადოებისთვის 2011-2013 წლებში გაიხსნა და ისინი სპეიკენისეში ერთმანეთისგან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები