LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართალია, ჩვენს ოჯახს აღარ აქვს სიხარულის უფლება და აღარც არაფერი გვახარებს, მაგრამ უნდა დავდო ჩემი ძმისშვილის ეროვნული გამოცდების შედეგები“ – ეკა კუპატაძის ძმისშვილმა მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულები დააგროვა

1369
ეკა კუპატაძე

დღეს, 29 ივნისს, აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის გამოქვეყნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და აქვეყნებს საკუთარი ძმისშვილის გამოცდების შედეგებს, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში მაქსიმალური ქულები დააგროვა.

„მართალია, ჩვენს ოჯახს აღარ აქვს სიხარულის უფლება და აღარც არაფერი გვახარებს, მაგრამ უნდა დავდო ჩემი ძმის – კოტეს შვილის, რუსუდან კუპატაძის – ეროვნული გამოცდების შედეგები.

ქართული ენა და ლიტერატურა – 60/60

მათემატიკა – 51/51

მართლა უნდა გაიგოს საქართველომ, რა გენი ჩაკლეს იმნაძეებმა და მალანიებმა.

P.S. ვერ დაველოდები ინგლისურის შედეგებს, ინგლისურში ფრინავს, მენდეთ“, – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები