4 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონიტორინგის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებსაც შეხვდა და გაესაუბრა, მათ შორის, მოინახულა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი პაატა მანჯგალაძე.
„ვიზიტის დროს სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, მიიღო დეტალური ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ; გაეცნო პატიმართა კვებისა და საცხოვრებელ პირობებს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
ლევან იოსელიანი დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებსაც შეხვდა და გაესაუბრა, მათ შორის, მოინახულა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი პაატა მანჯგალაძე და პირადად მისგან მიიღო ინფორმაცია განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
სახალხო დამცველი განაგრძობს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობის მიზნით“, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
