LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში  ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

752
სკრინინგი

დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამედიცინო აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები – ადგილზე მოხდა პაციენტების გასინჯვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები. სამედიცინო მომსახურებით ასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

პროექტი თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, განახორციელა.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობდნენ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კლინიკების – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმ-სპეციალისტები.

სკრინინგის პროცესს ადგილზე გაეცნენ: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯაკო უგრეხელიძე, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნინო გურგენიძე. ასევე – დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მამალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები