12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გურამის გაუჩინარების საქმეში ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ.
„🔹 ამ საქმის მთავარი იმედია ის საოცარი ადამიანები, ვინც ქალბატონ სოფოს უდიდეს დახმარებას უწევენ. როცა მე ჩავერთე, ეს ადამიანები უკვე ეხმარებოდნენ ქალბატონ სოფიოს.
🔹 ამ საქმის იმედია ასევე მთელი ქართული საზოგადოება. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან ❤️“, – წერს ტარიელ კაკაბაძე.
ცნობისათვის, შემთხვევა 2014 წელს მოხდა. 17 წლის მოზარდი მლეთაში დაიკარგა. თბილისიდან ლომისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.
