LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი „მესიჯი“ – რომელი „მესიჯის“ გაყალბებასაც მედავებიან არ აწერია გამოგზავნის დრო და აწერია „Edited“ – ეკა კუპატაძე შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავს

558
ეკა კუპატაძეზე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავის, ლუკას ნავროზაშვილის, პოსტს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ მის მიერ ეკა კუპატაძისთვის გაგზავნილი მესიჯის „სქრინი“ „სრული სახით“ არ გავრცელებულა:

„ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი „მესიჯი“, სადაც არც კი ჩანს წუხილი და გვედავება, ჩვენ ერთხელ შევწუხდითო და ეკა ამას არ ამბობსო.

გიგა მოკლეს 1 ოქტომბერს და ამათ მესიჯობანა გაახსენდათ პოლიცია რომ ჩხრეკაზე შევიდა, იმ ღამეს!

რომელი მესიჯის (შუა მესიჯის) გაყალბებასაც მედავებიან არ აწერია გამოგზავნის დრო და აწერია „Edited“.

„ჩვენი პირადი მიმოწერა გამისაჯაროვა“-ო, რას წერს ეს გიჟი?! რა პირადი მაკავშირებს მე მასთან?! – წერს ეკა კუპატაძე.

გიგა ავალიანის დედა, ამავე საკითხზე ვიდეომიმართვაშიც საუბრობს:

„რის გაყალბებას ედავებიან ეკა კუპატაძეს? დედავთ, რომ ამას აწერია „Edited“? ამის ჩამატებას ედავებიან და იქ ამბობს, რომ ჩვენ თურმე წუხილი არ გამოგვითქვამსო…

თურმე მე ესენი თუ გავლანძღავ მაპატიებენ, შვილი მომიკლეს და თურმე მე თუ გავლანძღავ მაპატიებენ მაპატიებენ, ეს უგუნურები…“ – ამბობს მიმართვაში ეკა კუპატაძე და მიმოწერას ასაჯაროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები