LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს – ირაკლი ჩიქოვანი

427
ირაკლი ჩიქოვანი

ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. „სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

„საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დიდგორისა და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს – „დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ“ – ნათქვამია განცხადებაში.

დიდგორობის ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით – „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები