LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ იოსელიანი: „ანაკლიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“

105
თამარ იოსელიანი

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამშენებლო მოედანზე, სადაც უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აქტიური სამშენებლო პროცესი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა. მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებს ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.  ახორციელებს.

„Jan De Nul N.V.-ის ფლოტში შემავალი გემი უკვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნულ გემს ასევე შემოუერთდება უფრო დიდი ზომის გემი აგვისტოს ბოლოსკენ, რომელიც გააგრძელებს აღნიშნულ სამუშაოებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამუშაოების მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორთან ზურაბ სიჭინავასთან და კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორთან ტიმ დევოლდერთან ერთად გაეცნო. როგორც აღინიშნა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დიდი ტვირთამწეობის გემები, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავენ“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები