ხაშურში, ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
