ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით, ბინაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: „აჭარა თაიმსი“
