LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმა, ქარი და ელჭექი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1413
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

„შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები