საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თულარში უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ეზოში მოწყობილ ე.წ. საქანელაზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია.
ოჯახის წევრებმა გოგონა უკვე გარდაცვლილი ნახეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, (თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი) მიმდინარეობს.
