LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ემოციის გარეშე ვერ მოისმენ, ბრავო…“ – გელა დაიაური გარდაცვლილი მეუღლის, თეონა ქუმსიაშვილის სიმღერას ასრულებს

1308
page

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემოციურად ასრულებს პოეტი გელა დაიაური თავისი გარდაცვლილი მეუღლის, თეონა ქუმსიაშვილის ცნობილ სიმღერას „იორო“. სიმღერას ის მადონა ნიკოლეიშვილთან ერთად მღერის, რომელიც ვიდეოს თავადვე აზიარებს.

„რა სასიამოვნო მოსასმენია…“

„ისეთი შესრულებაა, ემოციის გარეშე ვერ მოისმენ, ბრავო…“

„როგორი სევდიანი მუსიკაა. თვითონაც სევდად დარჩა ამქვეყნად. უცოცხლოს დამრჩენი, როგორი ტკივილით დატოვა…“, წერენ კომენტარებში.

„იორო“ თეონა ქუმსიაშვილის მიერ დაწერილი სიმღერებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხალხს განსაკუთრებულად უყვარს. თეონა თავად წერდა სიმღერებს და თავადვე ასრულებდა. განსაკუთრებული ნიჭის მქონე მომღერალი 2010 წლის 22 ივლისს, წინ მუცოს ხეობაში მომხდარი ავტოავარიისას ორ შვილთან ერთად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები