LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლის შემდეგ ნაპოვნი მაიკლ ჯორდანის Ferrari 1,3 მილიონ დოლარად შეაფასეს – ფოტო

119
ქირიას NEWS შაბლონი (6)

მაიკლ ჯორდანის კუთვნილი 1997 წლის Ferrari 550 Maranello, რომელიც 24 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, აუქციონზე გაიტანეს. ავტომობილის სავარაუდო ფასი 700 ათასიდან 1,3 მილიონ დოლარამდეა.

ჯორდანმა Ferrari 1997 წლის 29 მაისს შეიძინა, როცა „ჩიკაგო ბულსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, NBA-ის მეხუთე ჩემპიონატის მოგების დღეს, კალათბურთელი სწორედ ამ ავტომობილით გადაიღეს. მანქანა წითელ Rosso Barchetta ფერშია შესრულებული, ინტერიერი კი ღია ყავისფერი ტყავით არის გაფორმებული.

Ferrari 550 Maranello აღჭურვილია 5,5 ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 485 ცხენის ძალაა. ავტომობილს ექვს საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. ჯორდანმა მისი მფლობელობის პერიოდში დაახლოებით 6 400 მილი გაიარა.

2002 წელს ჯორდანმა Ferrari გაყიდა, რის შემდეგაც ავტომობილის კვალი დაიკარგა. მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სპეციალისტებმა 10 წელზე მეტი დახარჯეს. საბოლოოდ მანქანა კალიფორნიაში, კერძო კოლექციაში აღმოაჩინეს და მისი ისტორია შესაბამისი დოკუმენტებით დაადასტურეს.

ავტომობილის განსაკუთრებულ ღირებულებას მხოლოდ ცნობილი მფლობელი არ განსაზღვრავს. Ferrari 550 Maranello „Air Jordan XIV“-ის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყაროც გახდა. დიზაინერმა ტინკერ ჰეტფილდმა მოდელის შექმნისას Ferrari-ს ფორმისა და დეტალებისგან აიღო შთაგონება.

აუქციონი 2026 წლის სექტემბერში გაიმართება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები