10 წლის ბაჩო, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გარეჯვარში ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა და რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, კვლავ მოედანზეა. ინფორმაციას და კადრებს „ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ
თანატოლებმა მეგობარს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
„ქართლის ამბების“ ცნობით, მოზარდი, ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როდესაც მას ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი დაუკავშირდა.
„შენ იქნები ყველა იმ ადამიანისთვის მაგალითი, რომელიც ცხოვრებაში პატარა სიძნელეებს წააწყდება და ყველას ბაჩო გაახსენდება. ყველაფერს გადალახავ, დაიჯერე, ქოჩორასი“ – მიმართა გიორგი ქოჩორაშვილმა პატარა ფეხბურთელს.
ცნობისთვის, ბიჭუნა 3 ივლისს დაშავდა. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, მკურნალობის პროცესში ექიმების მხრიდან შესაძლო შეცდომის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ფოტო: „ქართლის ამბები“
