დღეს ერთი წელი გავიდა ქართველი მუსიკოსისა და რეჟისორის, მანანა მენაბდის გარდაცვალებიდან.
ხელოვანის ოჯახის ახლობელი, ნინო განუგრავა სოციალურ ქსელში ქართველ მუსიკოსს იხსენებს და წერს, რომ მანანა მენაბდესთან გატარებული ყოველი წუთი და წამი ბედნიერება იყო.
„ერთი წლის წინ… ზუსტად ამ დროს დაგვემშვიდობა ადამიანი, რომელიც ადამიანზე მეტი იყო მათთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა… და მანანასთან გატარებული ყოველი წუთი და წამი მართლა იყო ბედნიერება.. შეგეძლო უბრალოდ გესმინა.. ან უბრალოდ სუჩუმეში მსხდარიყავით და ამ სიჩუმეში გესმინა.. არაფერი იყო ამ წელს ისევ ისე.. როგორ 2025წლის 2 სექტემბრამდე.. წავიდა.. და იმხელა სიცარიელე დატოვა..
სულ უყვარდა ჩუქება.. ხანდახან გულში გამცინებია რაში უნდა გამომადგესთქო ისეთ რამეს მაჩუქებდა ხოლმე.. ალბათ იმიტომ .. დღეს რომ ეს ყველაფერი ძალიან გაძვირფასებულიყო.. იცოდა, რომ სულ დამიფარავდა.. ამიტომაც დამემშვიდობა ასე.. ზუსტად ორი დღით ადრე..“ – წერს ნინო განუგრავა.
ცნობისთვის, 1 წლის წინ, 76 წლის ასაკში, ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.
