„მის საქართველო“, მოდელი ნია წივწივაძე გვიზიარებს კადრებს საკუთარი დაბადების დღიდან.
ნიამ შესანიშნავი წითელი კაბა მოირგო და საღამოს ნამდვილი დედოფალივით გამოიყურებოდა.
საღამოზე, რა თქმა უნდა, მის გვერდით იყო მეუღლე, ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია. წყვილი უკვე 11 წელია, ერთად არის და ტყუპი შვილი ჰყავს. ტყუპებიც ესწრებოდნენ დედიკოს დაბადების დღეს.
