მოდელი და ინფლუენსერი მარიამ გველესიანი თავისი ზღაპრული დაბადების დღიდან საოცარ კადრებს გვიზიარებს.
შესანიშნავმა ფოტოებმა საზოგადოების მხრიდან გულთბილი შეფასებები და მოწონება დაიმსახურა.
„ულამაზესი დღე და ულამაზესი მარიამი, ნამდვილი მზე ხარ“…„ზღაპრული წვეულება და ზღაპრული იუბილარი“.
„ამ დაბადების დღეს თავიდან ბოლომდე ჩემს გონებაში ვხატავდი. მინდოდა ყველაფერი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორსაც წარმოვიდგენდი.
როგორც იცით, Virgo ვარ და იდეალურობისკენ სწრაფვა ჩემი ხასიათის ნაწილია, ამიტომ ამ დღისთვისაც თითოეული დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შევარჩიე. ავირჩიე კომპანიები, რომლებსაც ვენდობოდი და ვიცოდი, რომ ჩემს ჩანაფიქრს ზუსტად ისე განახორციელებდნენ, როგორც გულში მქონდა ჩაფიქრებული და არც შევმცდარვარ.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი დაბადების დღე არასდროს მქონია. ამ ჯადოსნური საღამოს შექმნაში თითოეულმა თქვენგანმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
და, რა თქმა უნდა, ეს დღე ასეთი ბედნიერი ვერ იქნებოდა ჩემი უსაყვარლესი მეგობრების და მეუღლის გარეშე. მიყვარხართ და მეამაყებით“, – წერს მარიამ გველესიანი.
ცნობისთვის, ცნობილი მოდელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი მარიამ გველესიანი 2022 წლის სექტემბერში ფეხბურთელ გიორგი პაპავაზე დაოჯახდა.
ფოტო: „სიტყვები უძლურია, მშვენიერი ხარ“ – მარიამ გველესიანის ულამაზესი კადრები თურქეთიდან
