გადაცემას ”ავტოსერვისი” ”ენერჯი გრუპის” დამფუძნებელი დავით მხეიძე ესტუმრა. გადაცემა საპოხ მასალებს დაეთმო.
ვისაუბროთ ზეთებზე, მათ ტიპებსა და თანამედროვე სტანდარტებზე…
ზეთი პირველ რიგში გამოიყენება იმისთვის, რომ ძრავი, ან ტრანსმისია, იყოს გაპოხილი, არ დაზიანდეს მეტალის სტრუქტურა და მოხდეს ნაკლები ხახუნი. ზეთს კიდევ სხვა ბევრი ფუნქცია აქვს, ის აგრილებს ძრავს, ზეთში სპეციალური მინარევებია დამატებული, რომელიც იცავს მეტალის სტრუქტურას. გიგანტ ავტომწარმოებლებს ზეთების მიმართ საკუთარი მოთხოვნები აქვთ. როდესაც მომხმარებელი იძენს ზეთს, მან უნდა იცოდეს რა სტანდარტის ზეთი სჭირდება მის ავტომობილს, ნებისმიერ სერვის წიგნში, რომელიც ავტომობილს მოყვება, წერია რა ტიპის ზეთია მისთვის საჭირო. ასევე თავისი სტანდარტები აქვს სატვირთო ავტომობილებსაც. 5/30 იქნება, 5/40 თუ 5/50 – ეს მხოლოდ ვისკოზობის მაჩვენებელია. 5w ნიშნავს ზამთარს – winter, პირველ ციფრს უნდა გამოაკლო 35 და გამოდის, რომ ეს ზეთი არ იყინება მინუს 30 გრადუსზე. მეორე მაჩვენებელი კი არის ზაფხულის მაჩვენებელი და ასევე აღნიშნავს, რამდენად დენადია ზეთი, ანუ როგორ გადის ზეთი ძრავის არხებში. არის ძრავები, რომლებსაც ძალიან ვიწრო არხები აქვთ და სქელი ზეთი მათთვის კატეგორიულად აკრძალულია. ამიტომ, თუ მითითებული აქვს, რომ მას სჭირდება 5/30, არ ვურჩევ არავის ჩაასხას 5/40, ან 5/50. 2004 წლის შემდეგ გამოსული ავტომობილებისთვის ის ზეთები, რაც არსებობდა მანამდე, ვეღარ ”მუშაობს”.
რას ნიშნავს მინერალური, სინთეტიკური და ნახევრად სინთეტიკური ზეთი?
მინერალური ზეთი არის პირველი ზეთი ისტორიაში, ის მხოლოდ და მხოლოდ ნავთობისგან იყო დამზადებული და არ ჰქონდა არანაირი მინარევი. მას მხოლოდ ძრავის გაპოხვის ფუნქცია ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყეს ადიტივების დამზადება. ზეთს ბევრი ადიტივი აქვს, რომელიც აგრილებს, რეცხავს და ა.შ. დღევანდელ დღეს სინთეტიური ზეთი თანამედროვე ავტომობილებისთვის აუცილებელია. ის ხელოვნურად არის დამზადებული და ნავთობთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა მასში არის ნავთობისგან დამზადებული ადიტივები.
სიახლეა ქართულ ბაზარზე..
დიახ, შემოვიტანეთ ზეთი ”ვიდოლი”. ის უძველესი ბრენდია, 1913 წელს პირველი ძრავის ზეთი შექმნეს და ჰენრი ფორდმა თავის მოდელ T-ში სწორედ ეს ზეთი გამოიყენა. “ვიდოლს” ძალიან დიდი ისტორია აქვს, მას დღეს ”ნასა” იყენებს. აქვს თავისი ქარხნები. აქვს ყველა ტიპის ზეთი, ერთი თვეა რაც “ვიდოლი” საქართველოში შემოვიდა და საქართველოს ავტოპარკს მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ.
მსმენელი: – მყავს ”ტოიოტა რავ 4”. 2006 წლის. დიზელის ძრავით. ერთი თვის შეძენილი მყავს. გადაბმულობას როდესაც ვთიშავ, ხმა აქვს. მითხრეს, რომ ”პერვიჩნი პაჩებნიკის” ბრალიაო, არც მახავიკის ბრალი არ იყო, რომ ააწყვეს კიდევ უფრო მეტი ხმა აქვს…
თუ დაშლილი იყო, საკისარი ბარემ უნდა გამოეცვალათ. მასეთი სიმპტომი ნამდვილად”პერვიჩნის” აქვს.
მსსნელი: – მყავს BMW. სხვადასხვა ბრენდის ზეთს ვიყენებდი და მუდმივად იკლებდა, ახლა კი ვიყენებ ზეთს, რომლის ჩასხმის შემდეგაც აღარ იკლებს…
არ არის გამორიცხული, რომ ზეთის ბრალი ყოფილიყო, უნდა ჰქონდეს დაშვება თქვენი ავტომობილისთვის. ძრავის ბრალი რომ იყოს, ისევ დაიკლებდა.
მსმენელი: – არსებობს თუ არა ზეთი რომელიც ძრავს რეცხავს?
არის ადიტივები, რომელსაც მრეცხავი ადიტივები ქვია. როდესაც ზეთის მარკას შეცვლიან, ამბობენ ხოლმე, რომ ზეთი სწრაფად გაშავდა. ეს ნიშნავს, რომ ზეთი ნამდვილად შეიცავს ადიტივებს და ნამდვილად რეცხავს ზეთს.