საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც მომხდარი დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები სამ პირს მიაყენა.
მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.