ყურადღება მიაქციეთ საღამოს საათებში მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 22:58 საათზე დაიწყება და ღამის პირველ საათამდე გასტანს. ამ პერიოდში ადამიანების ყურადღება ზედმეტად მოდუნებულია, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
ამასთან, დღეს გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები გარკვეულ პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, სისუსტე, წნევასთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა არასასიამოვნო გამოვლინებები. ამიტომ აკონტროლეთ წნევა, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები პროფილაქტიკისთვის და მეტი დაისვენეთ.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღეს ნაკლები ისაუბრეთ და მეტი მოუსმინეთ სხვებს. კარგი დღეა მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ თვალების გადაღლას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. დღე ასევე ხელსაყრელია აბაზანისა და მასაჟისთვის, ასევე კულინარიისთვის.
არ არის სასურველი დოკუმენტებზე ხელის მოწერა და ახალი საქმის დაწყება. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა გაიზარდოს პრეტენზიები და წყენა, ამიტომ შეეცადეთ, ეს ტენდენციები აკონტროლოთ. ასევე მოერიდეთ ჭორებს.
დღეს სასურველია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა. არ არის რეკომენდებული ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მეგობრულ ურთიერთობებშიც შესაძლოა გარკვეული გაუგებრობები წარმოიშვას. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და სარისკო მოქმედებებს.
დღე ხელსაყრელია კოსმეტიკური პროცედურებისთვის, დასუფთავებისთვის, ფინანსური და საბანკო ოპერაციების განხორციელებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, საქმიან მიმოწერისა და თანამშრომლობისთვის, ასევე გასაუბრებისთვის.
დღეს ასევე სასურველია თმის შეჭრა. გასათვალისწინებელია, რომ დღეს შეჭრილი თმა ნელა გაიზრდება.
ჯანმრთელობა:
დღეს ეფექტურია ფეხების, ღვიძლისა და ლიმფური სისტემის მკურნალობა. ამასთან, მოერიდეთ თვალების გადაღლას.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავური სისტემა, კუჭი და ელენთა. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, ასევე მალაქიტი, აქატი და ქრიზოპრაზი. ამ ქვების გამოყენება ხელს შეუწყობს დადებითი კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოზიდვას.
ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერ, მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ და ბეჟ ტონებს. ეს ფერები თქვენს მიმზიდველობასა და შარმს გააძლიერებს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე განსაკუთრებით კარგია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით რთული და ნეგატიურია დღე ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.
