ქართველი შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ მისი უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებულები არიან ჩვენი ქვეყნით. ამის შესახებ ცნობილმა შეფმა, „Founders Club Podcast-ში“ ისაუბრა:
„თბილისი, საქართველო არის მოდური, სნობური და პაფოსური ტიპები ვართ. ჩვენი დამახასიათებელი, ასე ვთქვათ ნიშა არის, რომ ჩვენ ძალიან მოდას ვქმნით და ყველა უცხოელი, ნებისმიერი უცხოელი რომ ჩამოდის ხვდება, რამდენადაც პაფოსიანები ვართ და როგორ გვიხდება ეს პაფოსობა – როგორ ვიცმევთ, როგორ ვაშენებთ, როგორი ფარდა გვაქვს, რა ფერებს ვახამებთ, როგორ რესტორნებს ვაკეთებთ, ამ ყველაფერს შეიძლება შენ არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ ერთდროულად არის, რომ გიჟდებიან. აი, ჩემი უცხოელები რომ ლაპარაკობენ, „აუ გურამ რა ხართ“… „იგივე მოდა პარიზში იბადება თუ მილანში, ის უბრალოდ მოდაა და თქვენ ამ მოდას უბრალოდ სერიოზულად ლაპიდირებას უკეთებთ, სხვანაირად შეგიძლიათ ეს განავრცელოთ“ – ეს არის საქართველო, ეს ხომ არის ევრაზიის კარიბჭე…“ – ამბობს ბაღდოშვილი.
