LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

316
page

ქარ­თველ­მა ქან­თრი მუ­სი­კოს­მა, შოთა ადა­მაშ­ვილ­მა ტე­ხა­სის ქან­თრი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში კი­დევ ერთხელ გა­ი­მარ­ჯვა.

მუ­სი­კოს­მა გამარჯვება ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „წლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბა“ მოიპოვა.

„წელს გა­მი­მარ­თლა და წლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის ჯილ­დო მო­ვი­პო­ვე. გუ­ლი­თად მად­ლო­ბას გიხ­დით“ – წერს არტისტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან შარ­შანაც გაიმარჯვა, ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: „2025 წლის სა­უ­კე­თე­სო ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რა“ და „წლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბა“.

„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“ – ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელმაც აშშ-ში ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

ცნობისთვის, ქართველი შემსრულებელი, შოთა ადამაშვილი, რომელიც საქართველოში ფართო აუდიტორიამ „ვოისის“ ერთ-ერთი სეზონიდან გაიცნო, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები