LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი თვე, სანამ ტყუპები ინკუბატორში იყვნენ, ყოველდღე მივდიოდი…“ – ნატო დუმბაძისა და თამუნა ამონაშვილის დიდი მეგობრობის ამბავი

490
page

პროდიუსერი ნატო დუმბაძე და მომღერალი თამუნა ამონაშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ჟურნალ „სარკეს“ უყვებიან ერთგულების მრავალი წლის შესახებ, რომლებიც ერთად გამოიარეს. ნატო იხსენებს, როცა თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის ტყუპები დაიბადნენ და ინკუბატორში იყვნენ, როგორ მიდიოდა კლინიკაში ყოველდღე მათ სანახავად.

თამუნა:

ნატოზე სანდო ადამიანი სამყაროში არ მეგულება. წამსვე შენ გვერდით დადგება და არ მოგცილდება, სანამ ყველაფერი არ დალაგდება. ხშირად მიკითხავს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი და ყოველთვის სწორ და საჭირო რჩევას მაძლევდა. ზოგჯერ თქმაც არ სჭირდება, თავად ხედავს და ხვდება, როგორ უნდა დაგეხმაროს.

ნატო:

ერთი თვე, სანამ ტყუპები ინკუბატორში იყვნენ, ყოველდღე მივდიოდი. ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. როცა გამოვიყვანეთ და მათი თბილისი სუნთქვით აივსო ყველაფერი. უფალმა უკეთ იცის, ზუსტად მაშინ მოევლინნენ ქვეყანას, როცა ორივე მზად იყო ასეთი ძვირფასი საჩუქრის მისაღებად. საოცარი მშობლები არიან, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ და ვიცი, საუკეთესო ადამიანებად აღზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

„ერთი თვე, სანამ ტყუპები ინკუბატორში იყვნენ, ყოველდღე მივდიოდი…“ – ნატო დუმბაძისა და თამუნა ამონაშვილის დიდი მეგობრობის ამბავი

490
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები