თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში შვილის, გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ბავშვი ბოლო ორი კვირის განმავლობაში წონაში არ მომატებულა და ამჟამად 4 კილოგრამსა და 550 გრამს იწონის.
როგორც ბარბაქაძე წერს, გაბრიელს საშარდე გზების ინფექცია და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმის დანიშნული ანტიბიოტიკებით სახლში მკურნალობდნენ. მისივე თქმით, სიცხემ ორ დღეში გაიარა, თუმცა ინფექციამ ბავშვის მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა.
„ვუპასუხებ თქვენს კითხვებს და თან კიდევ ახალ ამბებსაც მოგიყვებით. ყველაზე მეტად გაინტერესებთ, რამდენი კილოა გაბი… გაბი 2 კვირაა, არ იმატებს და არის 4.550. ეგ ფაქტი ძალიან გვაწუხებდა, თუმცა გაბის ჰქონდა საშარდე ინფექცია და სიცხეები. მიიღო ანტიბიოტიკები, ამიტომაც ჩვენ პატარა გაციებაც კი უკან გვწევს.
კლინიკაში არ ვიყავით, სახლშივე ვიმკურნალეთ ექიმის გამოწერილი ანტიბიოტიკებით და ყველაფერმა მალევე გადაუარა. სულ 2 დღე ჰქონდა სიცხე…
გუშინ ვიყავით გასტროენდოკრინოლოგთან. ჩვენ ეგ ექიმი არის მთავარი ექიმი, ვერც პედიატრი და ვერც გადაუდებელი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს გაბრიელზე… მხოლოდ გასტროენდოკრინოლოგი წყვეტს. მასთან კი ტერმინის გარეშე ვერ შევდივართ, ყოველთვის არის დაკავებული.
გუშინ გვქონდა ტერმინი. გაბი შეაფასა, შეამოწმა, მოუმატა ვენური კვება, რადგან ღვიძლის ფუნქციები ნორმაშია. აუღეს სისხლი. ცუდი პასუხის შემთხვევაში გვწერენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მოუწერიათ.
ასევე გვითხრა, რომ ხორციანი ფაფების გარდა შემეძლო მიმეცა მოხარშული ბოსტნეული კარტოფილი, ბროკოლი და ასე გაესინჯა თავისი თითებით.
ასევე გაბრიელი ცდილობს დადგომას და დაჯდომას, მაგრამ ვერ ინარჩუნებს წონასწორობას. ფიზიოთერაპევტიც დაგვენიშნა…
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაუბრეთ ოპერაციაზე. მითხრა, რომ ვერ გაიგო, ოპერაციები რის გამო გაკეთდა და რატომ. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან, არ იციან, რა დიაგნოზი ჰქონდა გაბრიელს ან რისთვის გაკეთდა ოპერაციები. ფიქრობენ, რომ ნაწლავი ოპერაციების შემდეგ დამოკლდა და თანდაყოლილი არ იყო…
არ ვიცი, ალბათ ახლა უკვე ძალიან გვიანია ამ ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ დამნაშავე ნამდვილად ვარ, რომ მივეცი უფლება, ჩემი ბავშვი აეკუწათ.
შემდეგი თვიდან გაბის ნაწლავს ისევ გამოიკვლევენ, დააწვენენ და გაუკეთებენ ემერტეს… და ჩაუბრუნებენ ნაწლავს უკან… თარიღები არ ვიცი, თუმცა შემდეგი თვიდან ვიწყებთ და იმედი მაქვს, რომ რამე ისეთს არ გავიგებ, რაც უარესად გამაგიჟებს ისედაც საკუთარ თავზე გამწარებულ დედას”, – წერს თაკო ბარბაქაძე.
