LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერებაა თქვენი თანამედროვეობა, მოსმენა, კითხვა, ფილმების ყურება, ამ ყველაფერზე ფიქრი და თქვენთან ერთად სიცილიც!“- ეკატერინე ტოგონიძე ლანა ღოღობერიძეს

166
Capture

მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

„უძვირფასესო ლანა.

გილოცავთ სიყვარულით და მადლიერებით!

ბედნიერებაა თქვენი თანამედროვეობა, მოსმენა, კითხვა, ფილმების ყურება, ამ ყველაფერზე ფიქრი და თქვენთან ერთად სიცილიც!

ჩემთვის თქვენ ხართ გამარჯვების სიმბოლო, ის, ვინც უსამართლობასთან შეჯახებისას პოეზიას მოიშველიებს, სიყვარულს მოიშველიებს, ჰუმანურობას დაეყრდნობა, თანაგრძნობას არ დათმობს, დაწერს, იტყვის, არ დაიღლება, სულ გაიმარჯვებს“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე.

ცნობისთვის, ლანა ღოღობერიძეს დღეს დაბადების დღე აქვს. ცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი 98 წლის გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები