ლათინურმა ხმისჩამწერმა აკადემიამ ის არტისტები დაასახელა, რომლებიც ლათინური გრემის 27-ე დაჯილდოებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგებიან.
მათგან ყველაზე დიდი ყურადღება როსალიამ მიიპყრო, რადგან ესპანელი მომღერალი წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
როსალია 7, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ნომინაციებშია წარდგენილი, როგორებიცაა: „წლის ალბომი“ მე-4 სტუდიური ჩანაწერისთვის – Lux და „წლის ჩანაწერი“ და „წლის სიმღერა“ ტრეკისთვის – La Perl.
რას იმღერებს როსალია ცერემონიაზე, ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ცნობებით, სცენაზე ასევე ვიხილავთ სპეციალურ პერფორმანსს დედი იანკისგან, რომელსაც საპატიო პრემია – Person of the Year მიენიჭება.
პერფორმერთა შორის ასევე არიან: ანიტა, ხუანესი, ხორხე დრექსლერი და სხვები.
ცნობისთვის, ლათინური გრემის 27-ე დაჯილდოება 12 ნოემბერს, ლას-ვეგასში, MGM Grand Garden Arena-ზე გაიმართება.