LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პითონი მხრებზე და პოპ პრინცესას დაუვიწყარი იმიჯი – პერის ჰილტონის მორიგი ტრანსფორმაცია ბრიტნი სპირსად

194
download (10)

ჰოლივუდში ჰელოუინის კვირეული დაიწყო. დღესასწაულისთვის სამზადისს ერთ-ერთი პირველი პერის ჰილტონი შეუდგა.

დასაწყისისთვის სელებრითმა მრავალწლიანი მეგობარი და პოპ-აიქონი, ბრიტნი სპირსი განასახიერა. პერის ჰილტონისთვის ბრიტნი სპირსის იმიჯის მორგება ჰელოუინზე უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

როგორც თავად 45 წლის ვარსკვლავი აღნიშნავს, აღფრთოვანებულია ბრიტნის მუსიკალური და მოდის ისტორიით. მისივე თქმით, სპირსი ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო არტისტია და ყოველთვის უყვარს მისი გამორჩეული ეპოქების გაცოცხლება.

პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსად ტრანსფორმირდა

ამჯერად, პერისმა ბრიტნის ის იმიჯი მოირგო, რომლითაც შემსრულებელი 2001 წლის MTV Video Music Awards-ზე ჰიტის – I’m a Slave 4 U პერფორმანსისას წარდგა. მან ზუსტად გაიმეორა პოპ პრინცესას ვიზუალი და მხრებზე ხელოვნური პითონიც კი შემოიხვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები