დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ მიტინგზე ნიკი მინაჟის ფიზიკურ მონაცემებზე ისაუბრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ პორტ-ჰურონში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა სცენიდან დარბაზში მყოფ რეპერს მიმართა და მის გარეგნობას გაუსვა ხაზი.
„სხვათა შორის, მე ადრეც მიმიქცევია ყურადღება საოცრად ლამაზი უკანალისთვის. ნიკი მინაჟი! ამის გამოტოვება რთულია. ადექი, ნიკი. ამის შეუმჩნევლობა მართლაც რთულია“ – განაცხადა ტრამპმა ტრიბუნიდან.
ამასთან, ტრამპმა იქვე დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, რეპერი ამ რეპლიკით შეურაცხყოფილი არ დარჩებოდა და აღნიშნა, რომ მას მინაჟი ძალიან უყვარს.
რეპერის გარეგნობისა და ფიზიკური მონაცემების შესახებ ტრამპის მსგავსმა პირდაპირმა კომენტარებმა სოციალურ ქსელებში კრიტიკის ტალღა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მინაჟს საჯარო უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. მეტიც, როდესაც ტრამპმა მას წამოდგომა სთხოვა, ის წამოდგა, გაიღიმა და დარბაზის ოვაციებსა და აპლოდისმენტებს ღიმილით უპასუხა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ნიკი მინაჟი ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. მიჩიგანში ის თავად პრეზიდენტის თვითმფრინავით, Air Force One-ით ჩაფრინდა.