LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ferrari-მ თავისი სუპერ იახტა თითქმის დაასრულა – ზღვაში გასვლა 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება

203
ქირიას NEWS შაბლონი

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ თავისი სარბოლო იალქნიანი სუპერ იახტის, Hypersail-ის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა – გემის კორპუსი მზადაა. დაახლოებით 30,5 მეტრის სიგრძის იახტა ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტისგანაა დამზადებული და მუქი ნაცრისფერი და ყვითელი ფერებით არის გაფორმებული.

იახტას შიდა წვის ძრავა არ ექნება და მხოლოდ იალქნების დახმარებით იმოძრავებს. ბორტზე არსებული სისტემების ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს გემბანში ინტეგრირებული მზის პანელები, ქარის გენერატორები და სპეციალური სისტემა, რომელიც ეკიპაჟის მიერ იალქნებთან მუშაობისას გამომუშავებულ ძალას ელექტროენერგიად გარდაქმნის.

Hypersail-ის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური თავისებურება წყალქვეშა ფრთებია. საკმარისი სიჩქარის მიღწევის შემდეგ ტექნოლოგია იახტის წყლის ზედაპირზე აწევას შეძლებს, რაც წყლის წინააღმდეგობას შეამცირებს და მოძრაობას უფრო ეფექტურს გახდის.

პროექტზე, Ferrari-ს დიზაინის სტუდია ფლავიო მანცონის ხელმძღვანელობით, ფრანგ საზღვაო არქიტექტორ გიომ ვერდიესთან ერთად მუშაობს. იახტის კონსტრუქციის საერთო სიმაღლე დაახლოებით 44 მეტრი იქნება, ხოლო პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავებულია 20-ზე მეტი დაპატენტებული ტექნიკური გადაწყვეტა.

ამჟამად იახტას პიზაში აშენებენ, რის შემდეგაც მას ლივორნოში გადაიყვანენ, სადაც ტესტირებისთვის განკუთვნილი ბაზა მდებარეობს. Ferrari Hypersail-ის საზღვაო გამოცდები 2027 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. პროექტის სრულად დასრულების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები