GIFT-ის ფარგლებში, 24 ოქტომბერს ბელგიელი ქორეოგრაფის და რეჟისორის ვიმ ვანდეკეიბუსის დადგმას – ,,მანკიერი შთამომავლობა“ მაყურებელი გრიბოედოვის სახელობის თეატრში დაესწრო.
რეჟისორის და ქორეოგრაფის შემოქმედებითი წვლილი, თანამედროვე სცენაზე მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, წელს ფესტივალის ჯილდო ,,სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ ვიმ ვანდეკეიბუსს გადასცეს.
ფესტივალის ,,საჩუქარი“ მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და იტალიის საელჩო.
ფესტივალის ,,საჩუქარი“ საინფორმაციო მხარდაჭერა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო ,,ფორტუნა“.



