LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა საკუთარი რესტორნის იუბილე შვილებთან და სოფია ვერგარასთან ერთად აღნიშნა

512
download

გერმანელმა სუპერმოდელმა და ტელეწამყვანმა, ჰაიდი კლუმმა საკუთარი რესტორნის – Crazy Pizza გახსნიდან 3 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა.

სადღესასწაულო საღამოს ჰაიდის ოთხი შვილიდან სამი – ლენი, ჰენრი და იოჰანი დაესწრნენ, რომელთაც დედას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადეს.

ოჯახის გარდა, წვეულებაზე ჰაიდის ახლო მეგობარი და პროექტ America’s Got Talent-ის თანაწამყვანი, სოფია ვერგარაც გამოჩნდა.

სტუმრებმა საღამო მხიარულად გაატარეს, რაც მათ მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებულ კადრებშიც აისახა.

Crazy Pizza პოპულარული კვების ქსელია, რომლის ფილიალიც ჰაიდიმ ყოფილ პარტნიორთან, ბიზნესმენ ფლავიო ბრიატორესთან თანამშრომლობით ნიუ-იორკში 2024 წელს გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები