LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი!“ – მედიაში ჯენიფერ ლოურენსის რადიკალურად შეცვლილ გარეგნობას განიხილავენ

1663
page

ჯენიფერ ლოურენსის ახალი ფოტოსესიამ სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მსახიობი ჟურნალ The Cut-ის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება არა მისმა სტილმა, არამედ შეცვლილმა გარეგნობამ მიიპყრო. ბევრი ფიქრობს, რომ 36 წლის ვარსკვლავი რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება, რაც პლასტიკური ჩარევებითაა გამოწვეული.

The Cut-თან ინტერვიუში ლოურენსმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გარეგნობაზე და დაადასტურა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში სახის ლიფტინგის გაკეთებაზეც ფიქრობს. მიუხედავად ამისა, მისი ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ, ბევრმა ივარაუდა, რომ ვარსკვლავმა სხვა პროცედურებსაც მიმართავდა, მათ შორის ბლეფაროპლასტიკას.

„დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი!“, – წერენ კომენტარებში.

„პრემიერის შემდეგ ტიტანიკი არ მინახავს“ – ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი ერთმანეთის პირისპირ Variety-ის რუბრიკაში

ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ პატინსონი ფილმის პრემიერაზე – ფილმს „კანის კინოფესტივალზე” ექვს წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტი მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები