LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი ბიჭის მამობა დიდი პასუხისმგებლობაა…“ – როგორ ემზადება გასვიანების ოჯახი ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის და ეჭვიანობს თუ არა პატარა გალა

1040
page

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მეორე შვილს ელოდებიან. გალა გასვიანის შემდეგ, გასვიანების ოჯახს კიდევ ერთი ბიჭი შეემატება. ხუთ თვემდე წყვილი ფეხმძიმობის ამბავს არ ასაჯაროებდა, რადგან საწყისი ეტაპი იყო, შემდეგ კი საზოგადოებას ეს სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს.

როგორია მეორე ბიჭის მოლოდინი, ამის შესახებ გიორგი გასვიანი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება.

ორი ბიჭის მამობა ხუმრობა საქმე არ არის, საპასუხისმგებლოა…

გიორგი გასვიანი:

კი, დიდი პასუხისმგებლობაა. აფხაზეთის ომის დროს მთელი მამაკაცების გენოფონდი დავკარგეთ, მამა, ბიძები. ბავშვი რომ ბიჭია, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ალბათ, ბუნება აბალანსებს. ჩემს ბიძაშვილებსაც, გასვიანებს სულ ბიჭები ჰყავთ. ომში იმდენი გასვიანი დაიღუპა, რომ ახლა ბუნება გვამრავლებს, რაც ბუნების კანონზომიერებად მიაჩნია. რა თქმა უნდა, გოგონასაც ვისურვებდით, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

გალა ემზადება, როდის დაიბადება მისი ძამიკო. ძალიან მოსწონს და უხარია უფროსი ძმის იმიჯი. ბავშვური ეჭვიანობა ჯერ არ შეგვიმჩნევია. თეორიულად იცის, რომ ძამიკო მუცელშია და უნდა დაიბადოს. მარიტას მუცელზე ეფერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები