LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gucci-ს სადღესასწაულო კამპანია მერაია ქერის მონაწილეობით

256
photo-collage.png (1)

მერაია ქერი Gucci-ს სადღესასწაულო კამპანიის მთავარი სახე გახდა. მოდის სახლმა „შობის დედოფლად“ აღიარებული პოპ-ვარსკვლავი საახალწლო კამპანიაში გადაიღო, რითაც ოფიციალურად გახსნა ზამთრის სადღესასწაულო სეზონი.

კამპანიის ვიდეორგოლი მერაიას მარადიულ საშობაო ჰიტზე – All I Want for Christmas Is You არის აგებული.

სარეკლამო რგოლი ამერიკელმა კინორეჟისორმა, ჰარმონი კორინმა გადაიღო.

ვიდეოში მოქმედება ვითარდება მდიდრულ სასტუმროში, სადაც პერსონალი პოპ-დივას დასახვედრად გრანდიოზულ სამზადისშია.

კამპანიის ფარგლებში მომღერალმა წარადგინა ექსკლუზიური კაფსულა-კოლექცია სახელწოდებით – Butterfly. ეს არის პირდაპირი მინიშნება შემსრულებლის საფირმო სიმბოლოსა და მის საკულტო 1997 წლის ამავე სახელწოდების ალბომზე.

ექსკლუზიური კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია ,,გუჩის” ოფიციალურ საიტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები