LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული რეკორდი – My Chemical Romance-ის ალბომი გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ Billboard 200-ის სათავეში მოექცა

168
photo-collage.png

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა My Chemical Romance საკულტო ალბომით – The Black Parade კარიერაში პირველად დაიკავა პირველი ადგილი ავტორიტეტულ მუსიკალურ ჩარტში – Billboard 200. ეს წარმატება ალბომის თავდაპირველი რელიზიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, ხელახალი გამოცემის წყალობით გახდა შესაძლებელი.

სპეციალურმა საიუბილეო გამოცემამ საანგარიშო კვირაში 78,000 ალბომის ექვივალენტური ერთეული დააგროვა, საიდანაც 68,000 უშუალოდ ფიზიკური და ციფრული ასლების სუფთა გაყიდვებზე, განსაკუთრებით ვინილის ფირფიტებზე მოდის. გასულ კვირას დისკი ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში 139-ე ადგილს იკავებდა.

ამ შედეგით ჯგუფმა ოფიციალურად დაამყარა ახალი რეკორდი. Billboard 200-ის არსებობის ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ალბომის გამოშვებიდან ჩარტის პირველ ადგილზე მოხვედრამდე.

წინა რეკორდი ამერიკელ ქანთრი-მომღერალ ტობი კიტს კრებულით – 35 Biggest Hits ეკუთვნოდა.

ამ ალბომს Billboard 200-ის პირველ ადგილამდე მისასვლელად 15 წელი და 9 თვე დასჭირდა.

აღნიშნული ალბომი ჩარტის სათავეში 2024 წელს, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მოექცა, როდესაც მისმა შემოქმედებამ მსმენელების მხრიდან უდიდესი ყურადღება მიიპყრო.

My Chemical Romance-ის ალბომმა – The Black Parade ეს რეკორდი საგრძნობლად გააუმჯობესა და მოლოდინის დრო 20 წლამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ორიგინალური რელიზის დროს, ალბომმა მაქსიმუმ მხოლოდ მე-2 ადგილის დაკავება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პარალელურად, საიუბილეო გამოცემის ფონზე, ალბომმა პირველად დაიპყრო დიდი ბრიტანეთის ოფიციალური ალბომების ჩარტის სათავეც.

Billboard 200 ყოველკვირეულად ყველაზე პოპულარულ ალბომებს აერთიანებს. ჩარტი Luminate-ის მონაცემებს ეყრდნობა და ეკვივალენტური ალბომის ერთეულებს აფასებს. ეს მაჩვენებელი სამ კომპონენტს მოიცავს: ალბომების გაყიდვებს, გაყიდული სიმღერებისა და სტრიმინგის ეკვივალენტურ რაოდენობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები