LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბორის ბედია: „დედას ძალიან უნდა, რომ მე დავოჯახდე… აურჩევია და უთქვამს, კარგი გოგოა, გაიცანიო…“

1259
images

ბორის ბედია „დღის პოსტთან“ საუბრობს დედის სურვილის შესახებ, რომ მან ოჯახი შექმნას:

„თუ მომეწონა გოგონა, ვიკითხავ, როგორი ადამიანია. მშვენიერი გარეგნობის გოგონა გამიცნია, მაგრამ რთული ხასიათის. მიკითხავს და გავერიდე. რომ მოგეწონება, ხომ უნდა იკითხო, ვინ არის და რა არის. სოფოსთვის მიკითხავს თუ არა? როცა სოფო გათხოვდა, არ ჩავრეულვარ. ისიც ასეა. ერთხელ იყო შემთხვევა, შეხედა, რომ ერთი ადამიანი ძალიან თამაშობდა. მე ვერ მივხვდი. ეს ცოტა ეშმაკი გოგონაა, ფრთხილად იყავიო და ასეც აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, დედას ძალიან უნდა, რომ დავოჯახდე. რა თქმა უნდა, ყველა დედას თავისი შვილისთვის კარგი უნდა. დედა მეუბნება, დააკვირდიო… უთქვამს, მშვენიერი გოგოაო, მაგრამ თავად ხომ უნდა გაიცნო. შენი ადამიანია თუ არა, ეს არის მნიშვნელოვანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები