LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

345
მაია კოხტაშვილი

ექიმ მაია კოხტაშვილს, რომელიც ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს, 12 სექტემბერს კი 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდების სანაცვლოდ, გათავისუფლდა – საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

„მაია ექიმისთვის 50 ათასი ლარი შეგროვდა ერთ საათში, მის გამოსახსნელად, მადლობა ყველას, აღარ ჩარიცხოთ!“ – მოქალაქეებმა დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს საპატიმრო გირაოს გადასახდელად თანხა შეუგროვეს

ადვოკატის ცნობით, გადახდილი 50 000-ლარიანი გირაო ჯარიმად ჩაითვლება.

ადვოკატის თქმითვე, ექიმს ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება.

„რაც მთავარია, მის საექიმო საქმიანობას არაფერი არ შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისათვის, ექიმ-ნევროლოგი, მაია კოხტაშვილი ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს. 12 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. გირაოს თანხა მას მოქალაქეებმა ერთ საათში შეუგროვეს და ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.

„მადლობა საქართველო! ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე, თითოეული გაღებული ერთი ლარი მიზეზია, რომ დღეს ცოცხალი ვარ, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ“ – ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები