LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა, იმათ დედები არ ჰყავთ, ვინც იქ არიანო?…მომავალზე ლაპარაკს ვერ იტანდა“ – ლევან აბაშიძის დედა შვილზე ემოციურად საუბრობს

388
BeFunky-collage - 2026-11-03T231759.813

მსახიობ ლევან აბაშიძის დედა, მანანა ხიდაშელი გადაცემაში „თეთრი კვადრატი“ თავისი შვილის შესახებ ემოციურად საუბრობს.

როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, ლევანი ძალიან ყურადღებიანი იყო.

„ომი, რომ დაიწყო გადაღებებზე წავიდა. ხომ არ მატყუებ მეთქი და არაო. წავედი კინოსტუდიაში და შევამოწმე, მართლა იქ იყო თუ არა და წყნარად მეძინა. ჩამოვიდა, 5-6 აქ იყო და შვიდში წავიდა. დედა, იმათ დედები არ ჰყავთ, ვინც იქ არიანო?. მე ჩუმად ვიყავი და არაფერი მითქვამს. ალბათ ასეთი ბედისწერა იყო. „მე ცოლი და შვილი არ მეყოლებაო“, სულ მაგას ამბობდა.

არაჩვეულებრივი ყურადღებიანი იყო, მეუბნებოდა, დედა ლამაზად ჩაიცვი, ეს გიხდება, ის არ გიხდება. თმებს შეიღებავო? და ალბათ კი მეთქი. დამპირდი რომ არ შეიღებავო. მეთქი ვერ დაგპირდები. არაუშავს, მე ისე გავაკეთებ, რომ შენ თმებს არ შეიღებავო. უცნაურია. მომავალზე ლაპარაკს ვერ იტანდა“, – საუბრობს მანანა ხიდაშელი.

ვიდეო: ინტერვიუ ლევან აბაშიძის დედასთან: „ლევანს დღეს ვეტყოდი, სად წახვედი, შვილო?..“

29 წლის ასაკში დასრულებული ქართველი მარლონ ბრანდოს ცხოვრება: „მჯერა, ერთ დღეს გეტყვი – გამარჯობა ლევან, მე შენთან მოვედი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები