ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე სახის მიმართვით გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
თოფურიამ ოქტაგონზე სავარაუდო დაბრუნების შესახებ მინიშნება გააკეთა.
„მე დავბრუნდი იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. არა იმისათვის, რომ წარსულით ვისიამოვნო, არამედ იმისათვის, რომ გავიხსენო. მატადორი ბრუნდება“, – წერს ქართველი მებრძოლი.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ ბოლოს ივნისში იბრძოლა და ჯასტინ გეიჯისთან სატიტულო ბრძოლაში დამარცხდა.
