„ერთმანეთის იმედი ხართ…“ – სოციალური ქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია
2581
სოციალური ქსელების ქართველი ვარსკვლავების, ევა და ანამარია ბუთიაშვილების ოჯახში დღეს ზეიმია – ანამარიას დაბადების დღეა. გოგონებმა, რომლებმაც თავიანთი ქორეოგრაფიული და მხიარული ვიდეოებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს, მილიონობით ადამიანის სიყვარული დაიმსახურეს.
ანამარიას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური მილოცვით ეხმიანება დედა:
„გილოცავთ, ანამარია! თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ,“ – წერს ფიქრია ჩეკურიშვილი.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ გოგონების წარმატების სათავე სწორედ მათი დედაა. სწორედ ფიქრია ჩეკურიშვილის ინიციატივით აიტვირთა პირველად ინტერნეტში შვილების ვიდეო, რომელსაც „დიპლიპიტოზე“ შესრულებული ცეკვისთვის მეორე დილამდე 70 000 მოწონება ხვდა წილად.