LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Binance-ზე 6.3 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტის მოპარვისას ჰაკერებმა ყალბი გასაუბრებები და ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

131
Binance

მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ის ინფორმაციით, მასშტაბური კიბერშეტევის მოსამზადებლად ჰაკერებმა თანამშრომლების მოტყუების რთული სქემა გამოიყენეს. თავდასხმა ივნისში დაიწყო, როდესაც კომპანიის ერთ-ერთმა ინჟინერმა შემთხვევით მავნე პროგრამა ჩამოტვირთა. ამან ჰაკერებს საშუალება მისცა, მიეღოთ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ბირჟის კრიპტოსაფულეების სისტემაზე მუშაობდნენ.

მოგვიანებით, თავდამსხმელებმა დასაქმების პლატფორმის საშუალებით სხვა ინჟინერს დაუკავშირდნენ და თავი გამოგონილი კომპანიის წარმომადგენლებად გააცნეს. მათ ჯერ ვიდეო გასაუბრება ჩაუტარეს, შემდეგ კი ჩატ-აპლიკაციაში გამართულ მეორე გასაუბრებაზე კომპანიის დირექტორად წარდგენილი პირის სახელით ინჟინერი მოატყუეს და კომპიუტერში მავნე პროგრამა ჩამოატვირთვინეს.

Binance-ის ცნობით, 20 ოქტომბერს ჰაკერებმა კომპრომეტირებული კომპიუტერი და კომპანიის შიდა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი გამოიყენეს, რათა კონტროლი მოეპოვებინათ ორი თანამშრომლის სისტემებზე. 29 ოქტომბერს კი ერთ-ერთი თანამშრომლის მოპარული მონაცემების გამოყენებით მავნე პროგრამა გაუშვეს და კრიპტოსაფულეებიდან 6.34 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაიტანეს. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ თანხიდან 2.85 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების გაყინვა ან დაბრუნება შეძლო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა. ფხენიანმა ბრალდებები უარყო და მათ „აბსურდული რიტორიკა“ უწოდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩჟონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ ბრალდებებით ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.

კომპანია მომხდარის გამო მომხმარებლებსა და პარტნიორებს ბოდიშს უხდის და აღიარებს, რომ მსგავსი ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Binance-ზე 6.3 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტის მოპარვისას ჰაკერებმა ყალბი გასაუბრებები და ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები