პატარა გაბრიელ ჩადუნელის ჯანმრთელობის მდგომარეობას საზოგადოება უკვე რამდენიმე თვეა გულშემატკივრობს.
როგორც გაბრიელის დედამ, თაკო ბარბაქაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, გაბრიელს წონის მატება აქვს და უკვე 4 კილოსა და 850 გრამს იწონის.
„პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენ უკვე 5 კილოს ვუახლოვდებით. გაბი დღეს 4.850 კილოა“, – წერს თაკო ბარბაქაძე „ფეისბუკში“.
