LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე – დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

426
კახა კალაძე

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”.

საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და ცხოველთა უფლებადამცველმა, ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ჩხარტიშვილი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.

საქმე ეხება კახა კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე – დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

426
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები