პოპ და სოულ მუსიკის ლეგენდა, 82 წლის დაიანა როსი პირველად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ავსტრალიაში ბრუნდება. ის ექსკლუზიურ კონცერტს სიდნეიში გამართავს.
საკულტო შემსრულებელი ჰედლაინერის სტატუსით წარდგება ახალ საკონცერტო სერიაზე – Sydney Summertime, რომელიც სენტენიალ პარკში მოეწყობა. დაიანა როსის გრანდიოზული შოუ 2027 წლის 5 მარტს არის ჩანიშნული.
სპეციალური მოწვეული სტუმრის სტატუსით საღამოს ბრიტანული ელექტრონული მუსიკის დუეტი, Groove Armada გახსნის, რომელიც მსმენელის წინაშე DJ სეტით წარდგება.
დაიანა როსის გარდა კონცერტების სერიის მთავარი შემსრულებელები როკ-ჯგუფები – The Strokes და Kings of Leon იქნებიან.