LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალური ქსელის საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს, გააყალბეს გიგა ავალიანის სოციალური გვერდი…“ – რა განცხადება გააკეთა ეკა კუპატაძემ, რომელიც გამომძიებლებმა მისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს

749
ეკა კუპატაძე

„უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი, გიორგი ლეკიშვილი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს“, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა.

ეკა კუპატაძე გამომძიებლებმა მისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს.

ეკა კუპატაძის თქმით, ის პოლიციისგან ითხოვს დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც გააყალბეს მისი შვილის, გიგა ავალიანის სოციალური ქსელის გვერდი და ამგვარად, არასწორი კონტექსტით ინფორმაციები გაავრცელეს.

„უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი, გიორგი ლეკიშვილი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს და ამით ახალისებენ კიდეც დანაშაულს. მათი „მესიჯბოქსი“ არის ასეთი – „გიგა ავალიანი იყო მოსაკლავი და უნდა მოეკლათ“. ეს „მესიჯბოქსი“ არამარტო აზარალებს გიგა ავალიანს, რომლის უფლებებსაც აუცილებლად დავიცავ ყველაფრის ფასად, არამედ მოქმედებს მომაკვდინებლადაც არასრულწლოვანების მოწყვლად გონებაზე. გააყალბეს გიგა ავალიანის სოციალური გვერდი და არასწორი კონტექსტით გააფორმეს რიგი ინფორმაციები“ , – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

„სოციალური ქსელის საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს, გააყალბეს გიგა ავალიანის სოციალური გვერდი…“ – რა განცხადება გააკეთა ეკა კუპატაძემ, რომელიც გამომძიებლებმა მისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს

749
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები