LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნიშნები განსაკუთრებულ რეზონანსს იგრძნობენ და მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის“ – რამაზ გიგაური

3828
BeFunky-collage - 2026-11-04T222547.009

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საინტერესო და სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს.

„მერკურის კაზიმი მორიელში
დღეს, 4 ნოემბერს, 18:17 საათზე, მორიელის ნიშანში მზისა და მერკურის ზუსტი შეერთება იქნება.
🔮 რას უკავშირდება და რატომ არის მნიშვნელოვანი?
კაზიმი არაბული ასტროლოგიის ტერმინია და „მზის გულში“ ყოფნას ნიშნავს. როდესაც პლანეტა მზესთან ზუსტ შეერთებაში შედის (17 წუთზე უფრო ახლოს მიდის), ის კი არ „იწვება“, არამედ მზის უზარმაზარ ენერგიას იღებს და მაქსიმალურად ძლიერდება. რადგან მერკური ახლა რეტროგრადულია, მისი კაზიმი დაუკავშირდება მიხვედრილობას, გამჭრიახობას, შინაგან „განათებასა“ და საჭირო ინფორმაციის იოლად მოძიებას.
♏ ეს მორიელის ნიშანში ხდება, აქედან გამომდინარე, მერკურს რენტგენის ეფექტი ექნება. ეს არის საიდუმლოებების ამოხსნისა და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩასვლის დრო. ის, რაც აქამდე გაურკვეველი, ბუნდოვანი ან დამალული იყო, უცბად ნათელი და მკაფიო ხდება. ეს საუკეთესო პერიოდია სიღრმისეული ანალიზისთვის, საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობისა და იმ კითხვებზე ზუსტი პასუხების მისაღებად, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.
🎯 ვისთვის იქნება ეს კაზიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ეს „ინფორმაციული გასხივოსნება“ ყველაზე მკვეთრად ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე იმოქმედებს:
📌 პირველ რიგში, იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში მზე, მთვარე, ასცენდენტი (Asc) ან სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება) მორიელის, კუროს, ლომისა და მერწყულის 9-დან 15 გრადუსამდე აქვთ განლაგებული (რადგან შეერთება 12°11′ გრადუსზე ხდება).
📌 ასევე, განსაკუთრებულ რეზონანსს იგრძნობენ მზის ნიშნით მორიელები ან კუროები, განსაკუთრებით კი 2-6 ნოემბრისა და 1-5 მაისის შუალედში დაბადებულები. მათ ცხოვრებაში ეს დღე (+/1 დღე) მნიშვნელოვანი იქნება – მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ ცხოვრებას გარკვეულწილად შეცვლის ან მათი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას მოიტანს“, – წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები