ტელეწამყვანმა და მსახიობმა ნანუკა გულუამ დაბადების დღე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. იუბილარმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებსა და ახლობლებს თბილი მოლოცვებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დასრულდა ჩემი დაბადების დღე… გათიშული ვარ და ემოციებისგან ვერ ვიძვრი!!! მადლობა, ჩემო მეგობრებო, ჩემი დღის გაბრჭყვიალებისთვის – თუ მობრძანებით, თუ დარეკვით, თუ მოწერით, თუ ჩემთვის გამეტებული კეთილი ფიქრით… ნებისმიერი მოლოცვისთვის მადლიერი ვარ! ღმერთო, ეს როგორ დავიმსახურე?! მინდა, ათასმაგი სიკეთით დაგიბრუნოთ ყველაფერი! მიყვარხართ!
43 და 3 შვილი, წინ 44-ია… ვნახოთ, რას ინებებს უფალი!
, – წერს ნანუკა გულუა.
