ჰონგ-კონგში Nvidia-ს დაახლოებით 600 000 ხელოვნური ინტელექტის ჩიპია დასაწყობებული, რომელთა ჩინეთში შეტანასაც პეკინი ამ დრომდე არ თანხმდება. ამის შესახებ Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საქმე ეხება H200 მოდელის ჩიპებს, რომლებზეც ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს მაღალი მოთხოვნა აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩინეთის ხელისუფლება მათი დიდი რაოდენობით იმპორტის ნებართვას არ გასცემს, რაც აშშ-ის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას უკავშირდება. ბოლო თვეებში რამდენიმე მსხვილმა ჩინურმა ინტერნეტკომპანიამ დაახლოებით 10 000 -10 000 ჩიპის მიღება შეძლო, მცირე პარტიები კი ქვეყანაში შუამავლების მეშვეობით შევიდა.
იმპორტის შეზღუდვების გამო ჩინეთის არაოფიციალურ ბაზარზე Nvidia-ს ჩიპების ფასი გაიზარდა. ოქტომბრის ბოლოს ქვეყანაში რვა H200 ჩიპით აღჭურვილი სერვერის ფასი 6 მილიონ იუანს, დაახლოებით 900 000 დოლარს, აღემატებოდა, რაც ერთი წლის წინანდელ ღირებულებასთან შედარებით სამჯერ მეტია.
