LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს“ – რას ვჭამთ და რა არის იმიტირებული „ხიზილალა“?

367
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული „იმიტირებული“ ხიზილალის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სპეციალისტი ამბობს, რომ მისი გარჩევა ნამდვილი ხიზილალისგან თითქმის შეუძლებელია. მისი თქმით, ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს. ირაკლი არაბულის თქმით, აღნიშნული პროდუქტი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის:

„იმიტირებული „ხიზილალა“ ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი ხიზილალა, მაგრამ ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს. ამ პროდუქტის მირთმევა პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემაა ის თუ ვინ და რა დანიშნულებით მიირთმევს ამ პროდუქტს… ამ პროდუქტის მირთმევა არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთ მომხმარებელს ჰგონია, რომ ნამდვილად თევზის პროდუქტს წამს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის…“ – ამბობს არაბული ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები